მიზნები

ასოციაცია დაფუძნდა იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებას, რაც მოიცავს სხვადასხვა ტიპის (ტესტირების, დაკალიბრების, სასწავლო-სამეცნიერო) ლაბორატორიების დახმარებას შესაბამის სფეროებში ტექნიკური კომპეტენტურობის, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად გაუმჯობესების საქმეში (ტესტირებისა და დაკალიბრების ლაბორატორიებისთვის – ISO/IEC17025, სამედიცინო ლაბორატორიებისთვის – ISO15189). ეს კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის მიღებას და მის წარმატებით  შენარჩუნებას.

ასოციაციის ძირითადი მიზნებია:

ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმის შექმნა და განმტკიცება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ლაბორატორიული საქმიანობით დაინტერესებული ყველა მხარის (მომხმარებელი, კერძო ბიზნეს-სექტორი, ასოციაციები, სამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის მარეგულირებელი და ხარისხის მართვის ორგანოები, საგანმანათლებლო, სამეცნიერო დაწესებულებები და სხვა) გაერთიანებას;

ლაბორატორიებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა, რაც მოიცავს: კონსულტაციებს, ტრენინგებს, ტექნიკური ლიტერატურის (სტანდარტები, რეგულაციები) თარგმნას, PT/ILC-ის ორგანიზებას, შესყიდვების (მოწყობილობები, სახარჯი მასალები, რეაქტივები სერვის-ინჟინრების მომსახურება) ხელშეწყობას და სხვა;

ადამიანურ რესურსებზე ზრუნვა - ლაბორატორიის პერსონალის უფლებების დაცვა, პროფესიონალი კადრების შენარჩუნება და ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვა;

პარტნიორ ორგანიზაციებთან, კოლეგებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, რაც მოიცავს მათ მოძიებას და საქმიანი კონტაქტების დამყარებას, როგორც ადგილობრივად, ასევე საზღვრებს გარეთ;

გრანტების, დონორების, და სხვა ფინანსური დახმარებების მოძიება სხვადასხვა დარგობრივი ღონისძიების ჩატარების მიზნით (კონფერენციები, სწავლებები, სამეცნიერო/ტექნიკური ლიტერატურის გამოცემა და ა.შ.);

საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, ჩართულები იქნებიან ზემოთ აღნიშნულ პროცესებში.

პარტნიორები

ყველა
line
line

გჭირდებათ კონსულტაცია? კონტაქტი

საიტი დამზადებულია UNIDO-GQSP პროექტის ფარგლებში.

მოგვწერეთ