ტრენინგები
2015 წლიდან საქართველოს ლაბორატორიების ასოციაცია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ტრენინგებს ქვემოთ ჩამოთვლილ სტანდარტებთან ასოცირებული თემების შესახებ:
- ISO/IEC 17025 (ზოგადი მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენტურობის მიმართ)
- ISO 15189 (სამედიცინო ლაბორატორიები - მოთხოვნები ხარისხსა და კომპეტენციასთან დაკავშირებით)
- ISO/IEC 17020 (მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის)
ინდივიდუალური მოთხოვნის შემთხვევაში, ასოციაცია უზრუნველყოფს აკრედიტაციის მოთხოვნებთან დაკავშირებული სხვა სახის ტრენინგების და კონსულტაციების ჩატარებას;
ასოციაციის ტრენერები არიან გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები. ზოგიერთი მათგანი არის TrainMic -ის ტრენერების ეროვნული გუნდის წევრი;
ტრენინგის მასალების განახლება და გაუმჯობესება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში, რომლის დროსაც ტრენინგის შესახებ მონაწილეთა მოსაზრებების და შენიშვნების გათვალისწინება, მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
ამჟამად UNIDO-GQSP პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება, რაც ითვალისწინებს ასოციაციის ფარგლებში ტრენინგ-ცენტრის დაარსებას.
შესაბამისად, უახლოეს მომავალში, ასოციაცია შემოგთავაზებთ სხვადასხვა სფეროს ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ განახლებული ტრენინგების კურსებს.