ისტორია
2013 - დაფუძნდა.
2014 - GeLab არის EURACHEM-ის წევრი.
2014 - გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის (PTB) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი – "სურსათის ტესტირებისა და მეტროლოგიის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ("Strengthening Food Testing and Metrology in the South Caucasus Countries“).
2015 - თანამშრომლობა TrainMic-თან ("ტრენინგები მეტროლოგია ქიმიაში“), შეიქმნა TrainMic-ის ტრენერების ეროვნული გუნდი;
2016 - Waters/ERA - წარმომადგენელი საქართველოში (წყლის/ნიადაგის სფეროებში PT-ები);
2021 - GeLab გახდა გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამის (GQSP) პროექტის - "ხილისა და ბოსტნეულის ღირებულების ჯაჭვის შესაბამისობის შეფასების გაძლიერება“ (2020-2022) ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. პროექტის ინიციატორი არის გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA), ხოლო ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მიერ. ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა ჩატარდა ბერნის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის დახმარებით. დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციები ძირითადად მოიცავს საქართველოს ლაბორატორიების დახმარებას, რაც ითვალისწინებს ლაბორატორიების ასოციაციის აქტიურ ხელშეწყობას.
UNIDO-GQSP პროექტის ფარგლებში ასოციაციას გაეწია შემდეგი დახმარებები:
- განახლდა ასოციაციის წესდება;
- უმაღლესი მმართველი ორგანო გახდა წევრთა საერთო კრება (ადრე იყო დამფუძნებელი);
- განახლდა ორგანიზაციული სტრუქტურა
- დაინიშნა გამგეობა ახალი შემადგენლობით;
- დამზადებულია მოცემული ვებ-გვერდი;