ჩვენ შესახებ
საქართველოს ლაბორატორიების ასოციაცია (GeLab) - არასამეწარმეო იურიდიული პირი, დაფუძნდა 2013 წელს იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებას, რათა შედეგად მიღწეული იქნას მათი საერთაშორისო აღიარება აკრედიტაციის გზით (ტესტირებისა და დაკალიბრების ლაბორატორიებისთვის - ISO/IEC17025, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიებისთვის - ISO15189 სტანდარტით) და ამ სტატუსის გრძელვადიანი შენარჩუნების უზრუნველყოფა. ეს კი თავის მხრივ, ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა საქართველოს ინტეგრაციისათვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში.
ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის ლაბორატორია (ტესტირების, დაკალიბრების, სასწავლო - სამეცნიერო, საწარმოო და სხვა) ან ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ლაბორატორიული საქმიანობით, მისი გაუმჯობესებით და პოპულარიზაციით.
ასოციაციის ძირითადი მიზნებია:
- ლაბორატორიული საქმიანობით დაინტერესებული მხარეების ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმის შექმნა და განმტკიცება;
- ლაბორატორიებისთვის საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და სხვადასხვა ტექნიკური დახმარების გაწევა;
- ადამიანურ რესურსებზე ზრუნვა;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან, კოლეგებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- გრანტების, დონორების, და სხვა ფინანსური დახმარებების მოძიება.
ასოციაცია მიესალმება ნებისმიერ წინადადებას, შეთავაზებას, რაც ორიენტირებული იქნება საქართველოს ლაბორატორიების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ!