Training

27 აპრილი 2024

ცხადდება რეგისტრაცია ტრენინგზე: 📌” სსტ ისო 15189:2012/2015 – ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება, ზოგადი პრინციპების მიმოხილვა"

✅თარიღი: 27 აპრილი, 2024 (შაბათი)

📌 ტრენინგი განკუთვნილია:

სსტ ისო 15189:2012/2015 სტანდარტით დაინტერესებული პირებისთვის, სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერებისთვის, ხელმძღვანელებისთვის, თანამშრომლებისთვის (ლაბორანტები, ტექნიკოსები, ოპერატორები და ა.შ.).

✅ტრენინგის შინაარსი:

🔸რა არის აკრედიტაცია;

🔸სსტ ისო 15189:2012/2015-ს შექმნის ისტორია;

🔸 მენეჯმენტის მოთხოვნები: ეთიკური ქცევა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ხარისხის პოლიტიკა, ხარისხის მენეჯმენტის სისტემა;

🔸 დოკუმენტაციის მოთხოვნები, ხარისხის სახელმძღვანელო;

🔸 დამხმარე ლაბორატორიების მიერ ჩატარებული გამოცდები და მათი შედეგების წარდგენა;

🔸 მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედება;

🔸 ჩანაწერების კონტროლი;

🔸შიდა აუდიტი და მენეჯმენტის გადახედვა;

🔸 რისკის მენეჯმენტი და ხარისხის ინდიკატორები;

🔸 ტექნიკური მოთხოვნები (ზოგადი);

🔸 პერსონალის კვალიფიკაცია, ტრენინგები, კომპეტენციის შეფასება;

🔸შ ენობა-ნაგებობები;

🔸 მოწყობილობა, კალიბრაცია და მეტროლოგიური მიკვლევადობა;

🔸 საგამოცდო პროცესები, საგამოცდო პროცედურების შერჩევა, ვერიფიკაცია და ვალიდაცია. გამოცდის შედეგების ხარისხის უზრუნველყოფა, ხარისხის კონტროლი;

🔸 გამოცდის შემდგომი პროცესები: შედეგების ანგარიშგება, გამოცემა;

🔸 ლაბორატორიული ინფორმაციის მენეჯმენტი.

✅ტრენინგის შედეგად შეძლებთ:

სსტ ისო 15189:2012/2015 მოთხოვნების შესაბამისად სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ეფექტურად მართვას, შესაბამისი სამუშაო სფეროების რეგულირებას და სასურველი შედეგების მიღებას.

✅ტრენერი: მადონა ჯორბენაძე - 15 წლიანი გამოცდილება აკრედიტაციის წამყვანი შემფასებლის პოზიციზე, პროფესიონალი აუდიტორი.

✅რეგისტრაცია და სხვა დეტალები იხილეთ 👇

https://forms.gle/CzFB5UGex5DUvTJy8

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

📞551 227433

📧georgian_labs@yahoo.com; contact@gelab.org.ge

პარტნიორები

ყველა
line
line

გჭირდებათ კონსულტაცია? კონტაქტი

საიტი დამზადებულია UNIDO-GQSP პროექტის ფარგლებში.

მოგვწერეთ