
Training
ცხადდება რეგისტრაცია ტრენინგზე: ” სსტ ისო 15189:2012/2015 – ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება, ზოგადი პრინციპების მიმოხილვა"
თარიღი: 27 აპრილი, 2024 (შაბათი)
ტრენინგი განკუთვნილია:
სსტ ისო 15189:2012/2015 სტანდარტით დაინტერესებული პირებისთვის, სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერებისთვის, ხელმძღვანელებისთვის, თანამშრომლებისთვის (ლაბორანტები, ტექნიკოსები, ოპერატორები და ა.შ.).
ტრენინგის შინაარსი:
რა არის აკრედიტაცია;
სსტ ისო 15189:2012/2015-ს შექმნის ისტორია;
მენეჯმენტის მოთხოვნები: ეთიკური ქცევა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ხარისხის პოლიტიკა, ხარისხის მენეჯმენტის სისტემა;
დოკუმენტაციის მოთხოვნები, ხარისხის სახელმძღვანელო;
დამხმარე ლაბორატორიების მიერ ჩატარებული გამოცდები და მათი შედეგების წარდგენა;
მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედება;
ჩანაწერების კონტროლი;
შიდა აუდიტი და მენეჯმენტის გადახედვა;
რისკის მენეჯმენტი და ხარისხის ინდიკატორები;
ტექნიკური მოთხოვნები (ზოგადი);
პერსონალის კვალიფიკაცია, ტრენინგები, კომპეტენციის შეფასება;
შ ენობა-ნაგებობები;
მოწყობილობა, კალიბრაცია და მეტროლოგიური მიკვლევადობა;
საგამოცდო პროცესები, საგამოცდო პროცედურების შერჩევა, ვერიფიკაცია და ვალიდაცია. გამოცდის შედეგების ხარისხის უზრუნველყოფა, ხარისხის კონტროლი;
გამოცდის შემდგომი პროცესები: შედეგების ანგარიშგება, გამოცემა;
ლაბორატორიული ინფორმაციის მენეჯმენტი.
ტრენინგის შედეგად შეძლებთ:
სსტ ისო 15189:2012/2015 მოთხოვნების შესაბამისად სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ეფექტურად მართვას, შესაბამისი სამუშაო სფეროების რეგულირებას და სასურველი შედეგების მიღებას.
ტრენერი: მადონა ჯორბენაძე - 15 წლიანი გამოცდილება აკრედიტაციის წამყვანი შემფასებლის პოზიციზე, პროფესიონალი აუდიტორი.
რეგისტრაცია და სხვა დეტალები იხილეთ
https://forms.gle/CzFB5UGex5DUvTJy8
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
551 227433
georgian_labs@yahoo.com; contact@gelab.org.ge
Partners
See All

Questions, Need Consultation Contact
The website was developed in scope of the UNIDO-GQSP project.