Training
ISO/TC 336 - ონლაინ სემინარი - "საერთაშორისო სტანდარტიზაცია მდგრადი ლაბორატორიის პროექტირებისა (დიზაინი) და განვითარებისათვის"
ISO/TC 336 - Laboratory Design Webinar on International Standardization for Sustainable Laboratory Design and Development (UNIDO - United Nations Industrial Development Organization)
სემინარზე განხილული იქნება ISO/TC 336-ის აქტივობები, სამუშაო მიზნები და საუკეთესო პრაქტიკა ფუნქციური, მარტივად ადაპტირებადი, მდგრადი ლაბორატორიების შესაქმნელად.
თარიღი: 16.04.2024
დრო: 13:00-15:00
სემინარზე მონაწილეობისთვის, წინასწარ უნდა დარეგისტრიტდეთ (ბმული იხ. ქვემოთ);
ISO/TC 336-ის შესახებ:
ლაბორატორიული დიზაინის ტექნიკური კომიტეტი (ISO/TC 336), შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) ფარგლებში, 2021 წელს.
კომიტეტის მიზანია განავითაროს საერთაშორისო სტანდარტები ლაბორატორიული დიზაინის სფეროში, რაც სხვადასხვა საკითხთა შორის მოიცავს კონკრეტული ლაბორატორიისთვის ადგილის შერჩევას, სივრცის დიზაინს, სერვისების იმგვარად დანერგვას და ფუნქციონირებას, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და ენერგოეფექტურობა, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ლაბორატორიის პერსონალის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებს, საგამოცდო და დამხმარე ტერიტორიების ოპტიმალურად განლაგებას, მოწყობას, ინტეგრირებული ლაბორატორიული აღჭურვილობის მოდელების შერჩევას და ა.შ.
ISO/TC 336-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია - UNIDO - United Nations Industrial Development Organization.