IMEKO TC1-TC7-TC13-TC18 სიმპოზიუმი 2022: „უახლესი გაზომვის მეცნიერება მომავლისთვის“

27 ივნისი 2022

31 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე პორტოში, გაიმართება IMEKO TC1-TC7-TC13-TC18 სიმპოზიუმი 2022: „უახლესი გაზომვის მეცნიერება მომავლისთვის“.

2 სექტემბერს კი ჩატარდება MATHMET სატელიტური სემინარი, მათემატიკური და სტატისტიკური აპლიკაციების შესახებ.

სიმპოზიუმი ორგანიზებულია პორტუგალიის ხარისხის ინსტიტუტის (IPQ), პორტუგალიის აკრედიტებული ლაბორატორიების ასოციაციის (RELACRE) და საინჟინრო სკოლის, პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ISEP) მიერ, საერთაშორისო გაზომვის კონფედერაციის (IMEKO) და ევროპის მეტროლოგიის ქსელი მათემატიკისა და სტატისტიკისთვის (EMN MATHMET) მხარდაჭერით.

სიმპოზიუმი მოიცავს ბევრ საინტერესო თემას:

  • TC1 განათლება და ტრენინგი გაზომვასა და ინსტრუმენტაციაში;
  • TC7 გაზომვის მეცნიერება;
  • TC13 გაზომვები ბიოლოგიასა და მედიცინაში;

2022 წლის IMEKO TC1-TC7-TC13-TC18 სიმპოზიუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სამეცნიერო დებატებს სხვადასხვა სეგმენტს შორის ფართო სპექტრის გამოყენებით, გაზომვებისა და შესაბამისი მოწყობილობების სფეროში მოღვაწე საზოგადოებისთვის, კვლევებისთვის, საწარმოო და მარეგულირებელი სექტორებისთვის.

პარტნიორები

ყველა
line
line

გჭირდებათ კონსულტაცია? კონტაქტი

საიტი დამზადებულია UNIDO-GQSP პროექტის ფარგლებში.

მოგვწერეთ