EUROLAB-IMEKO-სა და მე-6 IMEKOFOODS-ის ერთობლივი კონფერენცია გიწვევთ აბსტრაქტების მისაღებად.
26 ივნისი 2022
EUROLAB-ი გიწვევთ IMEKOFOODS-ის მე-6 კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება IMEKO TC 23 „მეტროლოგია სურსათსა და კვების პროდუქტებში“ და EUROLAB-ის ორგანიზებით.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და აბსტრაქტების გამოგზავნა შეუძლია კვების პროდუქტების დარგის ყველა მეცნიერს და ექსპერტს, რათა წარმოადგინონ თავიანთი მიღწევები საკვების წარმოებასა და გადამუშავებაში, ლაბორატორიულ ტესტირებასა და ინსპექტირებაში, საკონტროლო სააგენტოებსა და ჯანდაცვის ინსტიტუტებში, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სურსათის უვნებლობის, უსაფრთხოების და ხარისხის უზრუნველყოფაში.
აბსტრაქტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.imekofoods.com/for-authors/
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.imekofoods.com