გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი (PTB) სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან (GeoSTM, კალიდენას პროცესის მასპინძელი ორგანიზაცია) და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერთან (GCMC, კალიდენას პროცესის თანამასპინძელი ორგანიზაცია) ერთად იწვევს სენდვიჩ-პანელების ადგილობრივ მწარმოებლებს, იმპორტიორებს, სამშენებლო კომპანიების, საგამოცდო ლაბორატორიებისა და პროდუქტის სერტიფიცირების ორგანოების წარმომადგენლებს
ონლაინ საინფორმაციო სემინარზე:
„ევროპული რეგულაციები ლითონის ზედაპირიანი სენდვიჩ-პანელებისთვის“
სემინარს ასევე შეიძლება დაესწრონ GeoSTM-ის ტექნიკური კომიტეტის (TC5) წევრები, აკრედიტაციის ცენტრის (GAC)-ის შემფასებლები, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები.
სემინარს გაუძღვება დოქტორი რალფ პოდლეშნი, პანელებისა და პროფილების ევროპული ასოციაციის გენერალური მდივანი.
სემინარი ჩატარდება ონლაინ 2023 წლის 5 ივნისს, 15:30 – 17:30 საქართველოს დროით (დღის წესრიგი და საინფორმაციო ბარათი ინგლისურად/ქართულად თანდართულია).
სემინარის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანი)
ინფორმაცია აღნიშნული სემინარის შესახებ შეგიძლიათ, ასევე, იხილოთ შემდეგ ბმულზე.
დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 30 მაისამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
თამარ ლაბარტყავა
ეროვნული კოორდინატორი
გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი (PTB)
+995 599 955958