საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის გახსნის ღონისძიება

02 მარტი 2022

მიმდინარე წლის 2 მარტისთვის დაგეგმილია “საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab)” ოფიციალური წარდგენის ღონისძიება, რომელიც მსოფლიოში არსებული კოვიდპანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოში ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარებით დაინტერესებული  მხარეები, მათ შორის UNIDO-GQSP-ის პროექტში ჩართული ექსპერტები და კონსულტანტები დაესწრებიან.

ღონისძიების პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს - პროგრამა.

 
პროექტის შესახებ


პროექტი "ხილის და ბოსტნეულის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი საქართველოში“ -  ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) მიერ და ხორციელდება გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამის (GQSP) ფარგლებში, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება 2020 წლიდან,  2022 წლის ჩათვლით.

 

პროექტის მიზანია


საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, შესაბამისი მცირე და საშუალო საწარმოების საერთაშორისო ბაზარზე წვდომისა და  მთლიანი ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა.

ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული ხარისხის ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კვლევა, რაც ძირითადად ორიენტირებულია ლაბორატორიული საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

აღნიშნული სრულ თანხვედრაში ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოთხოვნასთნ, რომ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს ხარისხის კონტროლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

 

პროექტი ორიენტირებულია შემდეგ სამ შედეგზე:
 
  • ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა;
  • შესაძლებლობების გაძლიერება;
  • ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის რუკის შექმნა;

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
 
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით შერჩეულ რამდენიმე აგრარული პროდუქტისთვის ჩატარდა  შესაბამისი ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა;
  • შესაბამისობის შემფასებელი ორგანოებისთვის (ლაბორატორიები, სტანდარტიზაცია/მეტროლოგია, აკრედიტაცია) ჩატარდა ტრენინგები ლაბორატორიების აკრედიტაციის სტადარტთან (ISO/IEC17025:2017) მიმართებაში;
  • ითარგმნა და გამოიცა UNIDO-ს სახელმძღვანელო ამ სტანდარტის გამოყენებასთან დაკავშიებით - "ტესტირებული და აღიარებული - ISO/IEC 17025-ის დანერგვა“;
  • UNIDO-ს LabNet-ის საძიებო ბაზაში განთავსდა ინფორმაცია საქართველოში არსებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების შესახებ (ლაბორატორიები, სერტიფიცირების და ინსპექტირების ორგანოები);
  • ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიული ქსელის გასაძლიერებლად შემუშავდა ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით განახლდა "საქართველოს ლაბორატორიების ასოციაცია (GeLab)“ შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, დაიგეგმა ღონისძიებების კალენდარი.


პროექტის დასკვნით ეტაპზე, რომელიც ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის სტრატეგიული გზამკვლევის (რუკის) შედგენას გულისხმობს, საქართველოს ლაბორატორიების ასოციაცია GeLab - უცხოელი ექსპერტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად მოიაზრება. 

აღნიშნული გზამკვლევი შეიძლება გახდეს, სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში ლაბორატორიული პოლიტიკის შემუშავების საფუძველი.

ლაბორატორიული პოლიტიკის განვითარებისა და განხორციელებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი შემოთავაზებულია UNIDO-ს მიერ.

პარტნიორები

ყველა
line
line

გჭირდებათ კონსულტაცია? კონტაქტი

საიტი დამზადებულია UNIDO-GQSP პროექტის ფარგლებში.

მოგვწერეთ