სამედიცინო ლაბორატორიების წარმომადგენლებს საქართველოს ლაბორატორიების
ასოციაცია გიწვევთ ტრეინინგზე სსტ ისო 15189:2012/2015 „სამედიცინო
ლაბორატორიები-მოთხოვნები ხარისხსა და კომპეტენციასთან დაკავშირებით“.
ტრეინინგს ჩაატარებს აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებელი მადონა
ჯორბენაძე. ტრეინინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
ტრეინინგის ღირებულებაა - 1 წევრისათვის 150 ლ. გთხოვთ იხილოთ თანდართული
რეგისტრაციის ფორმა და ტრეინინგის პროგრამა.
რეგისტრაცია დასრულდება 26 აპრილს 18 სთ - ზე.
ტრეინინგის ჩატარების ზუსტ ადგილს შეგატყობინებთ 27 აპრილს.
დამატებითი შეკითხვებისათვის მოგვწერეთ info@gelab.org.ge
ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე : 577727407 --ლიკა აფციაური საქართველოს
ლაბორატორიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.