EURACHEM-ის კვირეული 2022 – თბილისი, საქართველო

16 მაისი 2022 20 მაისი 2022

გაცნობებთ, რომ 2022 წელს EURACHEM-ის ყოველწლიურ კვირეულს მასპინძლობს საქართველო, საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) სახით.

ღონისძიება ტრადიციულად მოიცავს ორ აქტივობას: სამეცნიერო სემინარს და Eurachem-ის გენერალურ ასამბლეას.

Eurachem-ის სამეცნიერო სემინარი

(16 - 18 მაისი, 2022)

გაზომვებთან დაკავშირებული ხარისხის უზრუნველყოფის გამოწვევები საველე პირობებიდან ლაბორატორიამდე,
ISO/IEC 17025:2017 მოთხოვნების გათვალისწინებით

EURACHEM-ის შესახებ

Eurachem არის ორგანიზაციების ქსელი ევროპაში, რომლის მიზანია ქიმიური გაზომვების საერთაშორისო მიკვლევადობის სისტემის შექმნა და ხარისხის სანიმუშო პრაქტიკის ხელშეწყობა.
 

სამეცნიერო სემინარის მიზნები

აღნიშნული სემინარი აქტუალურია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ISO/IEC 17025 მოთხოვნების შესაბამისად ანალიტიკური გაზომვების ხარისხით და ტესტირების შედეგებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების სანდოობით, რაც ასევე ითვალისწინებს ლაბორატორიის გარეთ არსებული ფაქტორების გავლენას. ასეთი ფაქტორები ძირითადად დაკავშირებულია ნიმუშების აღებასთან ან გაზომვების ჩატარებასთან საველე პირობებში (ადგილზე) და ვლინდება სხვადასხვა სფეროში  (სურსათი, სასმელი, მედიცინა, გარემო, სასამართლო ექსპერტიზა, ფარმაცევტული პროდუქტები და ა.შ.) მომუშავე ლაბორატორიების ყოველდღიურ საქმიანობაში.

სემინარზე განხილული იქნება ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური გაზომვის მეთოდების ხარისხის უზრუნველყოფისა და ვალიდაციის, მათ შორის ნიმუშების აღებასთან დაკავშირებული საკითხების, მიმდინარე პრაქტიკა, გამოწვევები და რეკომენდაციები.

ძირითადი სესიის განმავლობაში Eurachem-ისა და ადგილობრივი ექსპერტების პრეზენტაციების მოსმენის გარდა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად განიხილონ საკითხები და გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს შედარებით მცირე ზომის პარალელური სესიების მიმდინარეობისას. 

სამეცნიერო სემინარი საინტერესო იქნება ლაბორატორიის პერსონალისთვის, ტექნიკური და ხარისხის მენეჯერებისთვის, აკრედიტაციის ორგანოს წარმომადგენლებისთვის, მეტროლოგიის ინსტიტუტისა და სტანდარტიზაციის ორგანოებისთვის, ტექნიკური შემფასებლებისთვის, ლაბორატორიების კლიენტი-კომპანიებისთვის, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის და ყველა იმ პიროვნებისთვის, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ანალიტიკური გაზომვების განათლებისა და ტრენინგის საკითხებთან.   

სემინარის სამუშაო ენებია: ინგლისური და ქართული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი).

გთხოვთ ჩამოტვირთოთ სამეცნიერო სემინარის ბროშურა - მეორე გამოცემა

სამეცნიერო სემინარის პროგრამა

 

პოსტერების წარდგენა

სამეცნიერო კომიტეტი იწვევს მონაწილეებს წარადგინონ პოსტერების აბსტრაქტები  სამეცნიერო სემინარის საკითხებზე. პოსტერების აბსტრაქტები უნდა იყოს წარდგენილი 2022 წლის 18 მარტამდე  შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: Eurachem2022@gelab.org.ge

მონაწილეებს პოსტერების აბსტრაქტების დამტკიცების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ 2022 წლის 11 აპრილამდე. აბსტრაქტები განიხილება და დამტკიცდება სამეცნიერო კომიტეტის მიერ.

პოსტერების აბსტრაქტის სახელმძღვანელო მითითებები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან.

პოსტერების აბსტრაქტი, ისევე როგორც პოსტერი უნდა მომზადდეს და იყოს წარდგენილი ინგლისურ ენაზე. პოსტერების პრეზენტაციასთან დაკავშირებული კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებები მიეწოდებათ შესაბამის ავტორებს პოსტერების აბსტრაქტების დამტკიცების შემდეგ.


სპონსორები

სამეცნიერო სემინარის სპონსორობის პირობები შემდეგია:

სპონსორის ტიპი                  I კატეგორია
მთავარი
II კატეგორია
სტანდარტი
თანხა
1000 ლ 500 ლ

საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის(GeLab) ვებგვერდზე სპონსორის ლოგოსა და სპონსორის ვებ-გვერდის ბმულის განთავსება

საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) სოციალურ ქსელებში (Facebook, Linkedin, Twitter) სპონსორის შესახებ ინფორმაციის განთავსება

Eurachem-ის სამეცნიერო სემინარის (16-18 მაისი, 2022) რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობისას,
ღონისძიების ვირტუალურ ბანერზე სპონსორის ლოგოს განთავსება

 

Eurachem-ის სამეცნიერო სემინარზე (16-18 მაისი, 2022) ერთი თანამშრომლის დასწრება უფასოდ              

 


რეგისტრაცია


სამეცნიერო სემინარზე რეგისტრაცია დაწყებულია
 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიიდან გამომდინარე სამეცნიერო სემინარი და გენერალური ასამბლეა ჩატარდება ონლაინ ფორმატში Zoom პლატფორმის გამოყენებით.

სემინარზე რეგისტრაცია შეწყდება 2022 წლის 10 მაისს.

სამეცნიერო კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ შემდეგ ბმულს.


მონაწილეობის საფასური

სამეცნიერო სემინარში მონაწილეობის ტარიფი იცვლება რეგისტრაციის პერიოდის მიხედვით:

  ადრეული  რეგისტრაცია
  31.03.22-მდე
სტანდარტული
რეგისტრაცია   01.04-30.04.22
გვიანი რეგისტრაცია    01.05-10.05.22
                დელეგატი 
               (სამეცნიერო                                                სემინარი)                 
50 € 80 € 100 €
               სტუდენტი 
               (სამეცნიერო 
               სემინარი)
                 
30 € 50 € 80 €


მონაწილეობის საფასურის გადახდა მოხდება საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით. საქართველოს მოქალაქეები სემინარში მონაწილეობის საფასურს გადაიხდიან ლარში, ინვოისის გამოწერის დღეს მოქმედი გაცვლითი კურსის შესაბამისად.


საორგანიზაციო კომიტეტი

თამარ ლაბარტყავა (კომიტეტის თავმჯდომარე), ვიკი ბარვიკი, ნინო მანველიძე, ლია აფციაური.


სამეცნიერო კომიტეტი

გიორგი ღამბაშიძე (კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო), ვიკი ბარვიკი (გაერთიანებული სამეფო), კირიაკოს თსიმილისი (კვიპროსი), დევიდ მილდე (ჩეხეთის რესპუბლიკა), ნინო მანველიძე (საქართველო),  თამარ საჩანელი (საქართველო), ელინა ბაქრაძე (საქართველო).
 

გენერალური ასამბლეა

19  – 20 მაისი 2022

Eurachem-ის სახელით, საქართველოს ლაბორატორიების ასოციაცია (GeLab) ეპატიჟება Eurachem-ის წევრებს  გენერალურ ასამბლეაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გენერალური ასამბლეა ჩატარდება ონლაინ ფორმატში Zoom პლატფორმის გამოყენებით.

გენერალური ასამბლეის პროგრამა


რეგისტრაცია

რეგისტრაცია დაწყებულია


გენერალურ ასამბლეაზე რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

გენერალურ ასამბლეაზე რეგისტრაცია შეწყდება 2022 წლის 10 მაისს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ Eurachem-ის წევრებს!


დამატებითი ინფორმაცია

სამეცნიერო სემინარსა და გენერალურ ასამბლეას ორგანიზებას უკეთებს და მასპინძლობს საქართველოს ლაბორატორიების ასოციაცია (GeLab).

აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერია გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ხარისხისა და სტანდარტების გლობალური პროგრამა (GQSP), რომელიც ფინანსდება შვეიცარიის ეკონომიკური საქმეების სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მიერ.

შეკითხვები სამეცნიერო სემინარისა და გენერალური ასამბლეის შესახებ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე Eurachem2022@gelab.org.ge ან შემდეგი ბმულის გამოყენებით.

პარტნიორები

ყველა
line
line

გჭირდებათ კონსულტაცია? კონტაქტი

საიტი დამზადებულია UNIDO-GQSP პროექტის ფარგლებში.

მოგვწერეთ